მიაყენა თუ არა დირექტორმა მუსლიმ მოსწავლეებს შეურაცხყოფა? - ორი დღეა სკოლაში აქციებს მართავენ
მიაყენა თუ არა დირექტორმა მუსლიმი აღმსარებლობის მოსწავლეებს შეურაცხყოფა? - მოსწავლეები ორი დღეა სკოლაში აქციებს მართავენ.
ადგილობრივების განცხადებით, დირექტორმა მუსლიმი გოგონასთვის თავსაბურავის მოხდის მითითებით მუსლიმი აღმსარებლობის მოსწავლეებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მათი შეფასებით, დისკრიმინაციაა. ვითარებაში გასარკვევად ადგილზე გიორგი მარგველაშვილის დავალებით, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჩავიდა. სოფიო შამანიდი საჯარო სკოლის მუსლიმ მოსწავლეებს და სკოლის დირექტორს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართვის გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ, სკოლის დირექტორმა კი პირობა დადო რომ მსგავს ინციდენტებს სკოლაში ადგილი აღარ ექნება.