ტაივანელი პოლიტიკოსის ვაჟმა მამის დაკრძალვაზე 50 სტრიპტიზიორი აცეკვა
ტაივანელი პოლიტიკოსის ვაჟმა მამის დაკრძალვაზე 50 სტრიპტიზის მოცეკვავე მიიწვია, - ამის შესახებ წერს The Sun. ტუნგ ქსიანგი სამხრეთ-დასავლეთ ტაივანის ქალაქ ცზიაის ადმინისტრაციაში 20 წლის განმავლობაში მაღალ პოსტებს იკავებდა და როგორც მისი შვილი აცხადებს, "მხიარული წვეულებების მოყვარული" იყო. ოჯახი და ახლობლები გარდაცვლილ პოლიტიკოსს 3 იანვარს გამოემშვიდობნენ, ხოლო შემდეგ ქალაქის ქუჩებში გამოვიდა პროცესია, რომელშიც 200-ზე მეტი ავტომანქანა შედიოდა, რომელთაგან 50-ში სტრიპტიზიორები ცეკვავდნენ.