კადრები სასამართლოდან, როცა უგულავას სასჯელი გაუნახევრეს
გიგი უგულავას პატიმრობის ვადა სააპელაციო სასამართლომ გაუნახევრა. საუბარია ე.წ. "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე. თბილისის ყოფილი მერი ამ საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნეს. მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა: გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით, ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა, "ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პატიმრობის ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდა.
ამ ვადის გათვალისწინებით, უგულავა საპატიმროდან 9 იანვარს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა, ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ სამართლებრივად, უგულავას საპატიმროს დატოვება დღესვე ეკუთვნოდა. უკვე ცნობილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს.