შიშველმა ქალმა პოლიციელის მანქანა გაიტაცა
არიზონას შტატში შიშველმა ქალმა შერიფის თანაშემწის მანქანა გაიტაცა. ამის შესახებ კადრები ტელეკომპანია FOX 10-მა გაავრცელა. ვიდეოში ასახული შიშველი ქალი ავტოგასამართ სადგურზე შერიფის თანაშემწეს ესაუბრება, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდა. როდესაც პოლიციელი დახმარების გასაწევად მანქანიდან გადმოვიდა, ქალი მოულოდნელად მძღოლის ადგილზე დაჯდა და მანქანა გაიტაცა. თითქმის ერთ საათიანი დევნის შემდეგ, სამართალდამცველებმა შიშველი გამტაცებელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის ფსიქოტროპული პრეპარატების ზეგავლენის ქვეშ იყო.