ბრიტანული დიპლომი საქართველოში - ეს უკვე შესაძლებელია
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სივრცეები უმაღლესი განათლების მიმართულებით ერთობლივ საუნივერსიტეტო პროექტის განხორციელებას იწყებენ. საბაკალავრო პროგრამის - ბიზნესადმინისტრირების მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ განათლება ფინანსების მიმართულებით და ერთი პროგრამის ფარგლებში მოიპოვონ ორი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის ბრიტანული დიპლომი.