ეკა ბესელია ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
ეკა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კალმახელიძესთან ერთად პასუხი უნდა აგონ რუსთავის #6 და გლდანის #8 დაწესებულებების ხელმძღვანელებმაც.
ბესელიას განცხადებით, მათ პასუხი უნდა აგონ ბოლო პერიოდში ციხეებში საეჭვო მდგომარეობაში გარდაცვლილი პატიმრების ფაქტებთან და პატიმრების სიკვდილიანობის ზრდასთან დაკავშირებით.
ბესელიას განცხადებით, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011 წლის პირველ ნახევარში 67 პატიმარი გარდაიცვალა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაღალია.
ბესელიამ პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოების მუშაობაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იმ მსჯავრდებულებს რომლებსაც კანონით ვადაზე ადრე, პირობით გათავისუფლება ეკუთვნით არ ათავისუფლებენ. ბესელიას განცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უსაფუძვლოდ უარი ეთქვათ ომარ ქუცნაშვილს და ვლადიმერ სარაკიანს.