ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდება
მალე ჯანმრთელობის დაზღვევა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდება. მთვარობის ახალი ინიციატივა პირველად თბილისის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ საკრებულოს დეპუტატებს წარუდგინა. სხდომას ვიქტორ დოლიძეც ესწრებოდა.
ვინ დააფინანსებს დასაქმებულების სამედიცინო მომსახურებას? დასაქმებული თუ დამსაქმებელი? ჯერ უფრო მეტი შეკითხვაა ვიდრე პასუხი. სავალდებულო დაზღვევას მიესალმებიან საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში, თუმცა ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი საგადასახდო კოდექსის პირობებში, ნებისმიერ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების საფასურს დასაქმებული იხდის.
ექსპერტები თვლიან, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში სადაზღვევო პაკეტების ღირებულება არ გაიზრდება. ლევან კალანდაძის განმარტებით საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მიხედვით, როდესაც პროდუქტეზე მოთხოვნა გაიზრდება სადაზღვევო პრემიის სახით გადახდილი თანხა უნდა შემცირდეს.