როდის დაბრუნდება პატრიარქი საქართველოში? - ექიმის ბოლო ინფორმაცია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკა შეიძლება ორ-სამ დღეში დატოვოს, - ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი", ბერლინიდან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებენ, რომ ილია მეორე საქართველოში დაბრუნებას დაახლოებით ერთ კვირაში შეძლებს.
მისივე განმარტებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებენ, რომ ილია მეორე საქართველოში დაბრუნებას დაახლოებით ერთ კვირაში შეძლებს.