საქართველო - უკრაინა 69:53
ლიტვა. კლაიპედა. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი.
საქართველო-უკრაინა 69:53
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა უკრაინის ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია - 69:53 იმარჯვა.
მატჩი ქართველმა კალათბურთელებმა არცთუ შთამბეჭდავად დაიწყეს და პირველი მეოთხედი შვიდქულიანი სხვაობით დათმეს, თუმცა ამის შემდეგ ჩვენი გუნდმა სწრაფად შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და დარჩენილ მეოთხედები თავის სასარგებლოდ ჩაამთავრა.
კოკოშკოვის შეგირდთაგან გამორჩეულად კარგად ითამაშეს გიორგი ცინცაძემ (14), მანუჩარ მარკოიშვილმა (14) და ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ (12 ქულა, 7 მოხსნა ).
ამ გამარჯვებით საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის D ჯგუფში მესამე გამსვლელი ადგილისკენ ნაბიჯი გადადგა. ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი ხვალ, 5 სექტემბერს თბილისის დროით 16:30-ზე ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.

ევრობასკეტიდან ”მედიაპალიტრის”