დადგება დრო, როცა საქართველოს ეკლესიებში ირაკლი მამალაძეს პარაკლისებს გადაუხდიან - ირმა ჭკადუა
ირაკლი მამალაძე არის გმირი და დადგება დრო, როცა საქართველოს ბევრ ეკლესიაში მის სახელზე პარაკლისებს გადაიხდიან, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა. გადაცემა "პრიორიტეტებში" დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საუბრობდნენ.