"იმ დღეებში მაია ასათიანსაც ძალიან ისე მოიხსენიებდნენ... ხვალ რომ ვინმეს გული გაუსკდეს და გადაჰყვეს ამ ამბავს, როგორ უნდა იცოცხლოთ?!" - გია ხუხაშვილი
მე მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვისაც პირდაპირ ვერდიქტი გამოაქვს: მამა გიორგის ჰყავს ოჯახის წევრები, ხვალ რომ ვინმეს გული გაუსკდეს და გადაჰყვეს ამ ამბავს, როგორ უნდა იცოცხლოთ, როცა უაპელაციოდ გამოდიხართ და რაღაცებს როშავთ?! - ასე მწვავედ მიმართა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გარდუსში" ადამიანებს, ვინც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და "მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ კაპიტალზე ფიქრობს".