რისთვის იყო გამიზნული ოთახი, რომლის გაკეთებაც პატრიარქისთვის დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სოსო ოხანაშვილს შესთავაზა?
მამა გიორგი მამალაძემ შემომთავაზა საპატრიარქოს ერთ-ერთ კელიაში სპეციალური ოთახის გაკეთება, რომელიც ტანამედროვე სამედიცინო ტექნიკით იქნებოდა აღჭურვილი და საჭიროების შემთხვევაში იქ პატრიარქის სამედიცინო დახმარება გახდებოდა შესაძლებელი, - ამის შესახებ პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა "რუსტავი 2"-ის ეთერში განაცხადა.