სენაკში დაკარგული ბავშვის ახლობლები პოლიციის შენობასთან მიცვივდნენ - ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს
სენაკში დაკარგული ბავშვის ახლობლები პოლიციის შენობასთან მიცვივდნენ. საქმეზე დაკავებული პირი კი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს. მასთან ერთად იმყოფებიან პროკურატურისა და პოლიციის წარმომადგენლები, რომელთაც, სავარაუდოდ, დაკავებული დეტალურად მოუყვება 24 თებერვალს მომხდარი ფაქტის შესახებ.