loader

გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა

"ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.
როგორც #9 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიგა ბოკერიამ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ ზოგად პოლიტიკურ ვითარებას და პირადად ვანო მერაბიშვილის საქმეს, რომელიც უხლოეს დღეებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უნდა იყოს განხილული. გიგა ბოკერიას თქმით, ეს საქმე, ისევე, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც ასევე სტრასბურგის სასამართლოში განიხილება, ქვეყნისთვის საკვანძო მომენტია.