შოთა უტიაშვილი საია-ს მტკიცებულებებს გამოეხმაურა
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, 26 მაისის აქციებთან დაკავშირებით გადაღებულ ფოტოზე დაფიქსირებული დაკავებული პირი ქარელში მცხოვრები გიორგი ბაქრაძეა.
როგორც "ინტერპრესნიუსსა" და "პალიტრა ტვ"-ს შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ჩატარებულია ექსპერტიზა და დადასტურებულია, რომ ნიკა კვინტრაძე დენის დარტყმის შედეგად არის გარდაცვლილი, მას სხეულზე ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.
"როდესაც იყო ასეთი ეჭვი, დავიწყეთ გამოძიება და პირი, რომელიც ფოტოზე დაკავებულია გამოსახული, ვიპოვეთ. აღმოჩნდა, რომ ის ჯანმრთელი და ცოცხალია და შესაბამისად, გამოძიება დამთავრდა. საუბარია იმ ფოტოზე, რომელშიც მეგობარმა კვინტრაძე ამოიცნო. აქციასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"- ის მიერ გავრცელებულ აქციის სხვადასხვა კადრებში ეს მეგობარიც ჩანს, რომელიც კვინტრაძის გვერდზე ზის. კვინტრაძეს აცვია ცისფერი მაისური, ეს მეგობარი კი ამტკიცებდა, რომ ამ დღეს კვინტრაძეს სხვა ფერის ჟაკეტი ეცვა", - განაცხადა უტიაშვილმა.
დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა მათი დაკვეთით ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 26 მაისს პოლიციელების მიერ დაკავებული პირი ნიკა კვინტრაძეა.
ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ექსპერტიზამ 26 მაისის აქციაზე დაკავებული პირის ამსახველი ფოტოები და "რუსთავი 2"-ის ეთერით გასული ვიდეომასალა შეადარა პროზექტურაში გადაღებულ ნიკა კვინტრაძის ფოტოს, ასევე გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ფოტოს და 7 თანხვედრი ნიშანი აღმოაჩინა.
ნიკა კვინტრაძე 25 მაისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა. პოლიციის მიერ აქციის დაშლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელი იყო. 27 მაისს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 მაისს, დილით, პოლიციამ ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის გვამები თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მარკეტის სახურავზე აღმოაჩინა. შსს-ს მტკიცებით, მათი გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან შეხება.
მოგვიანებით, მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა და მოწმის ახსნა-განმარტება, რომელიც სავარაუდოდ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ აქციის დაშლის დროს ნიკა კვინტრაძე პოლიციას ჰყავდა დაკავებული.
კვინტრაძის საქმე - ორი ვერსია
ბრიტანული ექსპერტიზის დასკვნით, 26 მაისის აქციაზე დაკავებული პირი ნიკა კვინტრაძეა