ჯერ უნდა იყო კაცი და მერე სასულიერო პირი - მეუფე პეტრე
საპატრიარქოში ტელევიზიის თანამშრომლებმა მეუფე პეტრე გააცილეს, რა დროსაც მან მცირე კომენტარი გააკეთა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი თანამშრომლებს დაემშვიდობა და ტელევიზიიდან კუთვნილი ნივთები წაიღო. საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის პოზიცია ვაკანტური სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა, როცა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე თანამდებობიდან გადააყენეს. მიზეზი მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები გახდა.