ქართველმა გულშემატკივარმა რუს მორაგბეს ხელის ჩამორთმევის ნაცვლად შუათითი უჩვენა
საქართველო-რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების გუშინდელ შეხვედრაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ქართველმა გულშემატკივარმა რუს მორაგბეს ვითომდა ხელის ჩამოსართმევად მიმართა, ხოლო როცა ეს უკანასკნელი ახლოს მოვიდა, შუათითი უჩვენა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ინტერნეტმომხმარებლებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.