loader

მამაკაცს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს და მეზობელს ყურები დააჭრა, 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს და მეზობელს ყურები დააჭრა, 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ მეუღლის და ერთი პირის წამებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამებისთვის და განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ზ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.