ავტობუსი ჯერ 2 ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი მომლოცველთა მსვლელობაში შევარდა და 38 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ჰაიტის ჩრდილოეთ ნაწილში ავტობუსის მძღოლმა სულ მცირე 38 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტობუსის მძღოლი შემთხვევით 2 ადამიანს დაეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მძღოლი პოლიციას გაექცა. დევნის დროს ავტობუსი მომლოცველთა ყოველწლიური მსვლელობის ადგილას შევარდა და ათობით ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე 34 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 4 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.