ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის შვილი ქართულად ლაპარაკს სწავლობს
პატრიკ კლუივერტის შვილი შეინ კლუივერტი "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობს, რომლის თანაგუნდელებიც ქართველები, სანდრო და ნიკოლოზ ქუთათელაძეები არიან. ნიკოლოზმა სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ სწავლობს პატარა კლუივერტი ქართულად ლაპარაკს.