loader

ყაჩაღობა თბილისში: ავტომობილის გამტაცებლებმა ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე და მაჯის საათიც გაიყოლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაჩაღობა თბილისში: ავტომობილის გამტაცებლებმა ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე და მაჯის საათიც გაიყოლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე,
მოქალაქე ლ.შ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე, მაჯის საათი და ავტომობილი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 179-ე, 236-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.