მამაკაცმა facebook-ით მკვლელობა LIVE-ში გადასცა
ამერიკელი სამართალდამცველები ეძებენ მამაკაცს, რომელმაც facebook-ის საშუალებით მკვლელობა LIVE-ში გადასცა. მან ქუჩაში ქვეითად მოსიარულე გამვლელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცი აფროამერიკელი სტივ სტივენსია, რომელიც სხვა დანაშაულებშიც არის ეჭვმიტანილი.