ნატო-მ "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა
ნატო-მ "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ამერიკელ ჯარისკაცს ჟურნალისტი ახმედ ხაპულვაკი ტერორისტი ეგონა და ადგილზე დაცხრილა.
ტრაგედია ურუზგანის პროვინციაში მოხდა. ნატო-ს ჯარისკაცი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტს ხელში ერთგვარი საგანი ეჭირა, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობას მიამსგავსა.
ნატო-ს სარდლობამ ხაპულვაკის სიკვდილს ტრაგიკული უწოდა და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
ამასთან, ალიანსმა თავისი ჯარისკაცები გაამართლა და განაცხადა, რომ ისინი სამხედრო დროის კანონებით მოქმედებდნენ.
ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეჭვქვეშ დადგა ვერსია, რომ "ბი-ბი-სი"-ს კორეპონდენტი ტერორისტმა მოკლა.
მოძრაობა "თალიბანში" განაცხადეს, რომ რეპორტიორის მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ.