აფხაზეთის ტელევიზიის მტკიცებით, გალში, ქეცბაიების ოჯახში, ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა
აფხაზეთში, სოფელ 1-ელ გალში, ქეცბაიების ოჯახში ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა, - ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზია ავრცელებს. როგორც ოჯახის უფროსი ამბობს, შემთხვევა 16 აპრილს, აღდგომა დღეს მოხდა. ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.