ISIS-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც მათი მტკიცებით, რუს პოლკოვნიკს ყელს ჭრიან (+18)
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც, მათი მტკიცებით, სირიაში ტყვედ აყვანილ „რუს პოლკოვნიკს“ სიკვდილით სჯიან. 12-წუთიან რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომასალაში ნაჩვენები მამაკაცი სირიაში რუს სამხედროებს ჩაბარებისკენ მოუწოდებს. ვიდეოჩანაწერში მას, როგორც „პოლკოვნიკ ევგენი პეტრენკოს“ მოიხსენიებენ. ჩანაწერში ნათქვამია, რომ ის 2016 წლიდან სირიასა და ერაყში მსახურობდა. ამის შემდეგ მას „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტმა ყელი გამოჭრა.
„ამ იდიოტს თავისი სახელმწიფოს დანაპირების სჯეროდა, რომ თუ ტყვედ აიყვანდნენ, მას არავინ მიატოვებდა“, - ნათქვამია ვიდეომასალაში.
ვიდეოს ავთენტურობა და დასჯილი პირის ვინაობა დადგენილი არ არის.
„ამ იდიოტს თავისი სახელმწიფოს დანაპირების სჯეროდა, რომ თუ ტყვედ აიყვანდნენ, მას არავინ მიატოვებდა“, - ნათქვამია ვიდეომასალაში.
ვიდეოს ავთენტურობა და დასჯილი პირის ვინაობა დადგენილი არ არის.