loader

”საქართველო-რუსეთის საზღვართან მამათა მონასტერი გაიხსნება და ეს იქნება საქართველოს დაცვა” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”საქართველო-რუსეთის საზღვართან მამათა მონასტერი გაიხსნება და ეს იქნება საქართველოს დაცვა”

დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან 15 სექტემბერს მამათა მონასტერი გაიხსნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"ხუთშაბათს იხსნება წმინდა მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი. ეს არის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და შემთხვევითი არ არის, რომ იქ შენდება, ეს იქნება საქართველოს დაცვა", – აღნიშნა პატრიარქმა.

14 სექტემბერს კი, მთელი ღამის განმავლობაში ტაძარში იქნება პარაკლისების კითხვა, ხოლო 15 სექტემბერს მამათა მონასტერი საზეიმოდ გაიხსნება და შესრულდება პირველი წირვა, რომელსაც ილია მეორე შეასრულებს.

უწმინდესი მოუწოდებს მრევლს, ვისაც საშუალება აქვს მონასტერში წაიღონ ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ერთი ბოთლი ზეთი. პატრიარქი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ მონასტრისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.