ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარ თავის ნაციონალურ, ქართულოცნებიან, ირმა ინაშვილიან, დავით უსუფაშვილიან, თავისუფალ-დემოკრატებიანად - გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტ მარგველაშვილის აზრით, ის არა ერთი პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს პრეზიდენტია, "თავის ნაციონალურ, ქართულოცნებიან, ირმა ინაშვილიან, დავით უსუფაშვილიან, თავისუფალ-დემოკრატებიანად და არ უნდა გამოხშიროს ისინი და ყველა ჯგუფს უნდა შეხვდეს. ამის შესახებ მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.