ქართველ მუსლიმთა კავშირი ბათუმში საპროტესტო აქციას აანონსებს
ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, მეჩეთი აღარ აშენდება - ქართველ მუსლიმთა კავშირი კი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ბათუმის მერიამ მათ აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრა. ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი მერიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და საპროტესტო აქციებით იმუქრება. ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა უარის მიზეზებად ტერიტორიაზე მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინასაპროექტო კვლევის მომზადება დაასახელა.