ნახეთ, როგორი იქნება მეტროსადგური "უნივერსიტეტი", რომლის ტესტირება ორ თვეში დაიწყება
მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ტესტირების პროცესი დაახლოებით ორ თვეში დაიწყება, მანამდე კი, ძირითადად, მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს სადგურ "უნივერსიტეტის" ინჟინერმა რამაზ დალაქიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მეტროსადგურ "დელისიდან" ვაჟა-ფშაველას მიმართულებით, მეტროს მარჯვენა გვირაბში, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება სადგურს, იქ სამონტაჟო სამუშაოები ხორციელდება, რათა სადგურს პროექტით განსაზღვრული სახე მიეცეს.