loader

"საქსტატს" გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა კომპიუტერული ტექნიკა გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქსტატს" გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ გადაცემულ კომპიუტერულ ტექნიკას სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2010 წელს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემების ჯგუფის მუშაობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს.

ხელშეკრულებას  გაერო-ს საქართველოს ოფისში, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა თამარ ხომასურიძემ და "საქსტატის" ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ მოაწერეს ხელი.

”საქსტატი” ახორციელებს საქართველოს თითოეული დასახლების სააღწერო დარაიონებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოების პერიოდში მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვის უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს მოსახლეობის ფონდი რეგულარულად უწევს "საქსტატს" როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას მოსახლეობის საყოველთაო აღწერის განხორციელების სხვადასხვა ეტაპებზე.