სახელგანთქმული ყოფილი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა ბათუმშია - ცნობილი რეფერი ლეიკემიით დაავადებულ ქართველ ბავშვებს ეხმარება
მსოფლიოში სახელგანთქმული ყოფილი საფეხბურთო მსაჯი პიერლუიჯი კოლინა ბათუმშია. იგი საერთაშორისო ბიზნესფორუმში მონაწილეობს. ბურთი კოლინას ავტოგრაფით აუქციონზე 10 000 ლარად გაიყიდა და შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაერიცხათ.