აფეთქება და პანიკა "მანჩესტერ არენაზე" - მომხდარს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი მძიმედ დაშავდა
როგორც ცნობილი გახდა, სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.
პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. სამართალდამცავი უწყება თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას განიხილავს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მედიკოსები დაღუპულების რიცხვის ზრდას ვარაუდობენ, რადგან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ქალაქის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
იყავი პირველი!