ამაღელვებელი მომენტი: 300-ზე მეტმა ახალწვეულმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადო
თავისუფლების მოედანზე, 300-ზე მეტი ახალწვეულის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საბოლოო რეპეტიცია სამხედროებმა დღეს დილით გაიარეს. მოედანზე არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და ასევე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. დამონტაჟებულია ტრიბუნა, საიდანაც საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.