ფოტო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა - კანადაში ტორნადოს დროს მამაკაცი ეზოში გაზონის საკრეჭით დადის
კანადაში ტორნადოს დროს გადაღებულმა ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიცვა. სტიქიის მიუხედავად, კანადელი მამაკაცი გაზონის საკრეჭით მუშაობს. როგორც მამაკაცის მეუღლე განმარტავს, ტორნადო მათი სახლიდან 2 კილომეტრის მოშორებით იყო და მათ ოჯახს ზიანი არ მიუღია.