დააკავეს მამაკაცი, რომელიც მოზარდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა (+18)
რუსეთში, ქალაქ ჩელიაბინსკში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მოზარდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა. სავარაუდოდ, ის სწორედ იმ საშიში ონლაინ თამაშის კურატორია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და არაერთი ბავშვისა და მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მამაკაცი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დედობილ-მამობილის დახოცვით ემუქრებოდა.