სასამართლომ სამედიცინო სფეროს 8 მეწარმე-სუბიექტს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ სამედიცინო სფეროს 8 მეწარმე-სუბიექტს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნო სამედიცინო სფეროს 8 მეწარმე-სუბიექტი და მათ ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე მირანდა ერემაძემ განაცხადა, მეწარმეებს 2 000-დან 6 000 ლარამდე ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ.
მისივე თქმით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზებას არაუფლებამოსილი პირები ახდენდნენ, არღვევდნენ რეკლამირებისა და სამედიცინო საქმიანობის სხვა წესებს, ჰქონდათ სხვა დარღვევები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მეწარმეების მხრიდან სამედიცინო საქმიანობის დარღვევა და ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნო. მირანდა ერემაძის განცხადებით, მათ ჩამოერთვათ ფარმაცევტული პროდუქცია.
სასამართლომ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შუამდგომლობა სამედიცინო სფეროს 8 სუბიექტის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის და სახდელის დადების თაობაზე.