შელაპარაკება ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის ელიავაზე
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელ ირმა ზავრადაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენა კითხვებს ბადებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში რამდენიმე ბაზრობის დაწვის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არაა.