loader

ახალი სასწავლო წელი 2100 საჯარო სკოლაში დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი სასწავლო წელი 2100 საჯარო სკოლაში დაიწყო

ახალი სასწავლო წელი დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს 2100 საჯარო სკოლაში დაიწყო.
მოსწავლეებმა სკოლებში მისვლა დილიდან დაიწყეს. სხვა მოსწავლეებს შორის, თბილისის 161-ე სკოლაში სწავლის დაწყებას 09:00 საათზე პირველ კლასელებიც ელოდებოდნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში პირველი კლასის მოსწავლეებმა თქვეს, სწავლის დაწყებით გახარებულები არიან, არ ნერვიულობენ და მონდომებულები არიან, ათიანებზე ისწავლონ.

ამასთან, პირველკლასელებმა ნეტბუქები საჩუქრად მიიღეს, ხოლო წიგნებს უფასოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები მიიღებენ.