loader

საზარელი შემთხვევა რუსეთში: მამინაცვალმა გერი ბიჭუნა 2-ჯერ გააუპატიურა, პოლიციამ კი არაფერი მოიმოქმედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი შემთხვევა რუსეთში: მამინაცვალმა გერი ბიჭუნა 2-ჯერ გააუპატიურა, პოლიციამ კი არაფერი მოიმოქმედა

საზარელი შემთხვევა მოხდა რუსეთში, ფსკოვის ოლქში. ხმაურიანი სასამართლო პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტატიანა პეტროვამ სამართალდამცველებს უამბო, როგორ გააუპატიურა მამინაცვალმა მისი უფროსი ძმა ორჯერ. ყველაზე საშინელი კი ამ ისტორიაში ის იყო, რომ დაზარალებულმა ბავშვებმა მაშინვე მიმართეს პოლიციას, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. ამის შემდეგ მამინაცვალმა პატარა ბიჭზე ძალა განმეორებით იხმარა.

როგორც აღმოჩნდა, ბრალდებული სერგეი სმოროდინი წარსულში არაერთხელ ნასამართლევი იყო მკვლელობის, ძარცვისა და სექსუალური ძალადობისთვის. მას სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, რაც მოგვიანებით 20 წლიანი სასჯელით შეეცვალა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის მეეზოვედ მოეწყო და ძველი საქმიანობა გააგრძელა... მოძალადე მამაკაცს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პოლიციელს კი, რომელმაც სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინა და დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი მოიმოქმედა, სასჯელის ზომად 1 წლიანი პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.