LIVE დელისის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სამარშრუტო ტაქსის დაყაჩაღება სცადეს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ სამარშუტო ტაქსის დაყაჩაღება სცადა. როგორც „პალიტრავიდეოს“ დაზარალებულმა მძღოლმა განუცხადა, თავდამსხმელმა მას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა.
ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავად სცადა საჭის მართვა, რის გამოც მძღოლმა მართვა დაკარგა და ბორდიურს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა თავდამსხმელი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ფსიქიურადაა დაავადებული.
ავტორი ნიკა საჯაია