loader

როგორ იხსენებენ თურქეთში მომხდარ საზარელი ავარიის დეტალებს დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იხსენებენ თურქეთში მომხდარ საზარელი ავარიის დეტალებს დაშავებულები

თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

”მოვდიოდით ძალიან ნორმალურად, წესრიგიანად. ავარიის შემდეგ, როდესაც აზრზე მოვედი, მითხრეს, რომ მძოლი ყვიროდა, რომ მას გზა გადაუჭრეს. რა მოხდა რელაურად არ ვიცით”, - განუცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ”რუსთავი2”-ს.

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი - ”ერისიონის“ საბავშვო სტუდია ”ლამპრების” წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ.
ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

ასევე იხილეთ:

"ჯერ ჩემი შვილი იჯდა ფანჯარასთან, გადმოვსვი და მე დავჯექი... სამწუხაროდ, ფეხი დავკარგე" - რას ჰყვება ავარიაზე დედა, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა