loader

"სანაიას შემდეგ, მომავალი მსხვერპლი ვანო ჯავახიშვილი იქნება" - ემზარ კვიციანი სკანდალურ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანაიას შემდეგ, მომავალი მსხვერპლი ვანო ჯავახიშვილი იქნება" - ემზარ კვიციანი სკანდალურ პოსტს აქვეყნებს

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ფეისბუქის პირად გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. კვიციანის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო დიდი ყურადღება გვმართებს!
შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი, და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი,გადავიდეს რადიკალურ ზომებზე!მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში,და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს?სისხლის ღვრა ახასიათებთ!უახლოესი წარსული გაიხსენეთ,გიორგი სანაია.ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით?ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ,მე ვფიქრობ ,რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი. ასეთუისე ნიჭიერე მასხარაა და ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს!სუსს,შსს-ს ,პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე ,როგორც ჟვანიას შემთხვევაში,შარაძისა და უამრავი მკვლელობის გაუხსნელობით ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან!წარმოიდგინეთ ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებენ და როგორ გააპრავებენ ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში!და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა!ამიტომ ვაფრთხილებ სპეც სამსახურებს და კერძოდ იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი ორის თვალყურისთვის,როცა ბრძანებას მიიღებ ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო,უბრალოდ გამოდი და ამხილე ვინც შეგიკვეთა!პირობას გაძლევ,რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ!ყველამ იქ იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე სადაც ვართ,და აუცილებლად გავიმარჯვებთ!დიდება ღმერთს!!!", - ნათქვამია პარლამენტარის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.