"ჯანმრთელი შვილი მომიკლეს" - რას ამბობს კლინიკა "თერჯოლამედში" გარდაცვლილი 2 წლის გოგონას დედა
თერჯოლაში, კლინიკა “თერჯოლამედში“ ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ანა კაპანაძე საღამოს, 22:00 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. ოჯახის წევრები მთავარი ექიმის და ანესთეზიოლოგის დასჯას ითხოვენ.