loader

ხვალიდან საქართველოში ცუდი ამინდი იქნება - ნახეთ მომდევნო დღეების დეტალური პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხვალიდან საქართველოში ცუდი ამინდი იქნება - ნახეთ მომდევნო დღეების დეტალური პროგნოზი

"ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი" - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
"დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ხვალ და ზეგ არ მოიმატებს. კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 25-27 გრადუსი, სანაპირო რაიონებში 23-24 გრადუსი", - განაცხადა დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, 23-24 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, 36-დან 38 გრადუსამდეა მოსალოდნელი, შიდა ქართლსა და თბილისში მოსალოდნელია დაახლოებით 34-36 გრადუსი. დროგამოშვებით თბილისშიც გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი", - განაცხადა დოდო გვაზავამ.