ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

კადრები, რომელშიც ჩანს, რომ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა

18:01 / 24-07-2017
„ევროპული საქართველოს“ მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა. ჩვენ დავუკავშირდით ოთო კახიძეს და ვკითხეთ, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება და დაარღვია თუ არა კანონი აღმაშენებელზე მარშის მიმდინარეობის დროს იარაღით ყოფნით.
მან განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვს და კანონი არ დაურღვევია.

„ლეგალურად ვისაც აქვს, დაცვის თანამშრომლებიც არიან, რომლებსაც აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ვინც იცავს, მათ აქვთ ჩვეულებრივად. მე ეს იარაღი გამოსაჩენად არ მქონდა. კი, საქამრეზე იარაღი მიკეთია, ვატარებ ხოლმე ჩვეულებრივ, მაქვს უფლება და გაფორმებულია. ამით არანაირი კანონი არ დამირღვევია”, - განაცხადა ოთო კახიძემ.

თუმცა, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

„საიას“ იურისტი გიორგი გოცირიძე ადასტურებს კანონში არსებულ ჩანაწერს და ამბობს, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ პირებისთვისაც კი, რომლებსაც კანონით აქვთ იარაღის ტარების უფლება.
„ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი და აქ პირდაპირ წერია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს ეკრძალება იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, ეს არის კონკრეტული მოთხოვნა.
აქ მნიშვნელობა არ აქვს პირს, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, ასეთ გამონაკლისს კანონი არ ითვალისწინებს“, - განმარტა გიორგი გოცირიძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაისაჯოს
დასაჯეთ ეს კახიძე ხო თავადაც აღიარებს არ უნდა მივსულიყავიო და რა დონეზე უნდა ჰქონდეს დაშავებული რო აღიარებს? დასაჯეთ ხალხი არ ხართ?
თარიღი : 25-07-2017
.......
რა უხარია ჩერგოლეიშვილს, ალბათ ის რომ მას და მის ქმარს ბოკერას ყველაფერი შერჩათ.
თარიღი : 25-07-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

კადრები, რომელშიც ჩანს, რომ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა