რას წერს კარენ პენსი "ტვიტერზე" ნათია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ?
საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე კარენ პენსი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა. აშშ-ის მეორე ლედი პაციენტებს გაესაუბრა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა.