loader

ულამაზესი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის გრანდიოზული ქორწილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ულამაზესი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის გრანდიოზული ქორწილიდან

საქართველოს ნაკრების წევრი დავით თარგამაძე დაქორწინდა. მისი რჩეული მაია მალიანოვაა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა.

საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით და თემატურად ჩატარდა. ჯვრისწერამდე მაიამ და დათომ ხელი სტადიონზე მოაწერეს და ულამაზესი ფოტოები გადაიღეს, ბოლოს კი სტუმრებმა რესტორანში გადაინაცვლეს. პატარძალს ქორწილში სადა თეთრი კაბა ეცვა, რაც შეეხება თავად დავით თარგამაძეს, ხელისმოწერის და ჯვრისწერის დროს ის ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი, რესტორანში შეკრებილ სტუმრებს კი კლასიკურად ჩაცმულმა უმასპინძლა.

წყვილმა ქორწილისთვის ნასწავლი ქართული ცეკვაც შეასრულა.