პარლამენტის მისაღებში კრიმინალური პოლიცია მუშაობს
საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში მომხდარი ინციდენტი გამეორდა.
როგორც "პალიტრა ტვ"-ს კორესპონდენტი იუწყება, ამ წუთებში პარლამენტის კანცელარიაში კრიმინალური პოლიცია მუშაობს, პერიმეტრი კი, საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი.
ადგილზე მომუშავე სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ დღესაც 4 ივლისს მომხდარი ინიციდენტი განმეორდა.
კერძოდ, მაშინ 70 წელს გადაცილებულმა მოქალაქე მარტიაშვილმა, კანცელარიაში კომპიუტერი ჩაქუჩით დააზიანა. მოქალაქე ამტკიცებდა, რომ 5 წლის წინ "ტვ-ლოტოში" 57 ათას 500 ლარი მოიგო, თუმცა თანხა არ მისცეს და დღემდე ამ თანხას ითხოვს.
ჟურნალისტებს მაშინ დაზიანებული მონიტორი აჩვენეს, თუმცა ახლა გადაღებაზე და ნახვაზეც კი უარი უთხრეს.
მარტიაშვილი ივლისში საპატრულო პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. დღესაც, პარლამენტში მომუშავე სამართალდამცველები ამბობენ, რომ მოხუცი ისევ განყოფილებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, სამართალდამცველები ამბობენ, რომ მოხუცმა "რაღაც" საგანი პარალამენტის კანცელარიაში შეხვეული შეიტანა.