პირველი კადრები თბილისის შემოსასვლელში მიმდინარე სპეცოპერაციიდან - სამართალდამცველებით გარშემორტყმულ ავტომობილში 1 წლამდე გოგონა იმყოფება
თბილისის შემოსასვლელში, "კარფურის" ტერიტორიასთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "კურიერის" ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს ჩხრეკა. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებს 1 პირი ჰყავთ დაკავებული.