მონტაჟის გარეშე: რა მდგომარეობაა თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დრომდე გრძელდება ორი ავტომანქანის ჩხრეკა.
ერთ-ერთ მანქანაში დედასთან ერთად სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ბავშვები რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს.
სპეცოპერაციის ადგილი გადაკეტილია.
თავად შსს-ში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ. ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ უწყებაში დამატებითი კომენტარი ჯერ არ კეთდება.